პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №385
2011 წლის 8 ივლისი ქ. თბილისი

პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს: (11.07.2012 N 244)
ა) პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის ძირითადი არსი და პრინციპები (დანართი №1);
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენის მეთოდოლოგია (დანართი №2);
გ) ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენის მეთოდოლოგია (დანართი №3);
დ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენის მეთოდოლოგია (დანართი №4).
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს დაევალოს:
ა) პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის მიზნით 2011 წლის 31 აგვისტომდე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება;
ბ) 2012 წლის 1 მარტამდე ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 11 ივლისიდან.

 

მინისტრი დ. გვინდაძე

 

დანართი