ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ვებგვერდი, 25/02/2013

სარეგისტრაციო კოდი
020090000.10.003.017201

საქართველოს მთავრობის
დადგენილება
№37 2013 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი

ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ



საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრების აპარატებს, ეთხოვოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავ დაწესებულებებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს:

 

მუხლი 1
საქართველოს სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა და სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა:
1. 2013 წლის 20 მარტამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2011-2012 წლების შეფასება და ინფორმაცია 2013 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ შესაბამისად №1 და №2 დანართების მიხედვით.
2. 2013 წლის 19 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტი შესაბამისად №3 და №4 დანართების მიხედვით.
მუხლი 2
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა (გარდა საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2013 წლის 10 მაისამდე წარუდგინონ ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ №5 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
საქართველოს სამინისტროებმა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დამტკიცებული თავიანთი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ 2013 წლის 2 ივლისამდე.
მუხლი 4
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველადი ვარიანტი.
მუხლი 5
ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა 2013 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და პრიორიტეტების საშუალოვადიანი ბიუჯეტი შესაბამისად №3 და №4 დანართების მიხედვით.
მუხლი 6
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან შეთანხმებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2013 წლის 15 ნოემბრამდე წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და პრიორიტეტების საშუალოვადიანი ბიუჯეტი შესაბამისად №3 და №4 დანართების მიხედვით.
მუხლი 7
ამ დადგენილების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
მუხლი 8
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №66 დადგენილება.
მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი               ბიძინა ივანიშვილი

დანართი