საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის აუქციონის შედეგები



2024 წლის 21 თებერვალს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N2 გაცვლის აუქციონზე განახორციელა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC24106022) გამოსყიდვა სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC31725061) გამოშვებით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა.