მამუკა ბახტაძე: ახალი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართველოსა და შვეიცარიას შორის საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ინვესტიციები შვეიცარიიდან საქართველოში



საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრმა, იოჰან შნაიდერ-ამანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს.

„გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მინდა შეგახსენოთ, რომ მიმდინარე წლის პირველი მაისიდან, ამოქმედდება ახალი, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართველოსა და შვეიცარიას შორის. ეს არის უნიკალური საშუალება, რომ გავზარდოთ ინვესტიციები და სავაჭრო მოცულობები შვეიცარიიდან საქართველოში. შვეიცარია ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა ევროკავშირის ქვეყნებიდან, ვისთანაც ჩვენ პოზიტიური სავაჭრო სალდო გვაქვს და იმედია, რომ სავაჭრო დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ, მნიშვნელოვნად გავზრდით ჩვენს ექსპორტს შვეიცარიაში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას სხვადასხვა სფეროში. „ვისაუბრეთ იმ ახალი ინვესტიციების შესახებ, რომელიც იგეგმება, რომ შვეიცარიიდან განხორციელდეს საქართველოში. როგორც ცნობილია, შვეიცარია შოკოლადის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელია - ორი წამყვანი შვეიცარიული კომპანია გეგმავს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებას აღნიშნულ სექტორში, მეორე სფერო -ხორცის წარმოებაა. მომავალ წელს, ველოდებით მნიშვნელოვან უცხოურ ინვესტიციებს შვეიცარიიდან ამ დარგში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია Stadler Rail AG-ის მიერ თბილისში ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხნის მშენებლობის თემა.

„როგორც იცით, კომპანია „შტადლერი“ გეგმავს საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას და ამ ქარხანაში ნაწარმოები მოძრავი შემადგენლობა მიეწოდება თბილისის მეტროპოლიტენს და საქართველოს რკინიგზას. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა საქართველო, ამავე დროს, გახდეს ასეთი მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყანა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

„ამ დროისთვის, საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა კარგია და მოიცავს სხვადასხვა სფეროს. ჩვენ გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალაში შევა 1-ლი მაისიდან. როგორც ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 5 წლის განმავლობაში უნდა გაორმაგდეს სავაჭრო ბრუნვა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. მე მაქვს ამბიცია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა თქვენს ქვეყანასთან კიდევ უფრო განმტკიცდეს და გაძლიერდეს. ფინანსთა მინისტრთან გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია. ჩვენ ვისაუბრეთ კომპანია „შტადლერსა“ და საქართველოს შორის არსებულ აქტიურ თანამშრომლობაზე. შვეიცარული მხარე დაინტერესებულია, რომ კიდევ სხვა, დამატებითი ბიზნესსექტორები განავითაროს საქართველოში,“ - აღნიშნა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრმა, იოჰან შნაიდერ-ამანმა.


სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

24ივნისი დღე თვე წელი
2019 21.06 01.06 01.01
  21.06 21.06
ნაშთი დასაწყისი : 565.6661.2 661.2
შემოსულობები : 45.0599.1 5 369.0
მ.შ გადასახადები :42.7482.14 320.0
გადასახდელები : 126.1 775.85 545.8
ნაშთი ბოლოს : 484.5 484.5484.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივნისი>
ორსაოთხუპაშაკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567

მოქალაქის გზამკვლევი
2019 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა