ივანე მაჭავარიანი წამყვანი სპიკერის სტატუსით სიტყვით გამოვიდა სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე



ივანე მაჭავარიანი წამყვანი სპიკერის სტატუსით სიტყვით გამოვიდა სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე

როგორ უნდა დაძლიონ ქვეყნებმა COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და როგორც უნდა უზრუნველყონ საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ვირტუალურ ფორმატში შედგა მაღალი დონის დისკუსია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევასა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკის მმართველებს შორის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოვიდა როგორც წამყვანი სპიკერი და ისაუბრა ქვეყანასა და ზოგადად, რეგიონში დღეს არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და მისი დაძლევის გზებზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მაღალ რეპუტაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდში და ნდობას იმ ეკონომიკური პოლიტიკისადმი, რომელსაც ახორციელებს ქვეყნის მთავრობა ბოლო წლებში.

ფინანსთა მინისტრის თქმით, გაუარესებული ეკონომიკური სიტუაცია მსოფლიოსა და რეგიონში, უპირველესად საჭიროებს, მაკროეკონომიკური პოლიტიკის სტაბილიზაციისკენ გადასადგმელ სწრაფ ნაბიჯებს, სადაც აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხობრივ მიზნებზე. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნები ორიენტირებულები უნდა იყვნენ არსებული მოწყვლადობების დაძლევაზე, მათ შორის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის ზრდასა და დოლარიზაციის შემდგომ შემცირებაზე;

ამავე დროს, ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორის როლის ზრდას აღნიშნა რა, რომ ამ მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მეტ დერეგულაციას, სახელმწიფო საწარმოების ეფექტიან რეფორმას, ლიბერალური ბიზნესგარემოს ხელშეწყობას.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის აღდგენისთვის აუცილებელია თამამი და ამბიციური რეფორმების განხორციელება.

ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ამ პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლს და პარტნიორებს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ საქართველოს და მთლიანად რეგიონს როგორც COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლის, ისე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა