2021 წლის 7 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N30 აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 49 250 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.460%, მაქსიმალური 9.550%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.480%.