მამუკა ბახტაძე: ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონის სრულფასოვანი ეკონომიკური ცენტრი



ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონის სრულფასოვანი ეკონომიკური ცენტრი, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ახალ საგადასახადო ინიციატივებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მომზადდა რეფორმა, რომლის მიხედვითაც, არარეზიდენტ პირებს საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაცია შეეძლებათ.

აღნიშნული პროცესი უცხოელ იურიდიულ პირებს საშუალებას მისცემს გახდნენ საქართველოს ელექტრონული რეზიდენტები, ამავდროულად, დაარეგისტრირონ კომპანია საქართველოში და შესაბამისად, გახსნან ანგარიშები ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემაში.

„ეს არის მასშტაბური რეფორმა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე უწყების კოორდინაციას. ამ დავალების შესრულება დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. აღნიშნულ იდეაზე გვქონდა კონსულტაციები და მიღებული გვაქვს თანხმობა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან. რამდენიმე თვეში, სხვა უწყებებთან კოორდინაციით, ამ მნიშვნელოვან იდეას საბოლოო სახეს მივცემთ. ჩვენი მიზანია, რომ ბიზნესმენებმა, რომლებიც საქართველოში დარეგისტრირდებიან, გააფართოონ ბიზნესი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. თუ ვინმე გადაწყვეტს საქართველოში გახსნას საწარმო, ბუნებრივია, მათ ექნებათ უფლება, ისარგებლონ იმ თავისუფალი რეჟიმებით, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ ევროკავშირთან და ჩინეთთან,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი განცხადებით, დღეს დაანონსებული სამივე რეფორმა მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

24აპრილი დღე თვე წელი
2024 23.04 01.04 01.01
  23.04 23.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 109.42 140.1 1 577.3
შემოსულობები : 60.4
1 663.17 979.5
მ.შ გადასახადები :65.0
1 458.76 671.1
გადასახდელები : 117.51 750.8
7 504.5
ნაშთი ბოლოს : 2 052.3 2 052.32 052.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა