2018 წლის 11 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N16 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 73 750 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.390%, მაქსიმალური 7.430%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.421%.