ციფრული აბრეშუმის გზის ერთიანი სავაჭრო პლატფორმის შექმნის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა



ციფრული აბრეშუმის გზის განხორციელების იდეას, რომლის ინიცირებაც „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა მიმდინარე წლის 16 მარტს დაანონსეს, მხარი დაუჭირა ისეთმა გლობალურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, როგორიცაა „Microsoft“, რომელიც ბოლო წლებია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საჯარო და კერძო სექტორთან, ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

დღეს, პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია „Microsoft“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა და კომპანია „Microsoft საქართველოს“ დირექტორმა, ნიკოლოზ დობორჯგინიძემ.

„ჩვენ მარტში ვისაუბრეთ ამ მასშტაბური პროგრამის შესახებ - ესაა ციფრული აბრეშუმის გზის იდეა, რომ საქართველო გახდეს ციფრული ჰაბი მთელი რეგიონისთვის. დღეს ჩვენ ვართ ძალიან მოხარულები, რომ მსოფლიო გიგანტმა კომპანიამ, „Microsoft“-მა მიიღო გადაწყვეტილება გახდეს ამ კონსორციუმის წევრი. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში, შემოგვიერთდებიან სხვა, მსხვილი ტექნოლოგიური ლიდერი კომპანიები და ერთობლივი ძალისხმევით დავიწყებთ საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას. ეს ნიშნავს ციფრული მომსახურების, ციფრული პროდუქტის, კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელი იქნება ლოკალური, ადგილობრივი შრომის პროდუქტი გავიტანოთ საერთაშორისო ბაზარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდების ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება მოხდება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების ერთიანი ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც მწარმოებლებსა და მიმწოდებლებს ხელს შეუწყობს ჰქონდეთ წვდომა პოტენციურ ეკონომიკურ პარტნიორებზე და განახორციელონ ონლაინ აქტივობები თავისუფალი კონკურენციის პირობებში. მემორანდუმი ითვალისწინებს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის მიზნების განხორციელებას. ამასთან, მემორანდუმის მხარეები ითანამშრომლებენ პროექტის როგორც ტექნიკური, ისე კვლევითი და ინტელექტუალური მხარდაჭერის, ასევე, აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების ჩართულობის გაზრდის მიმართულებით.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე, სტარტაპერები.

ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის მიზანია, საქართველომ, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა. ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ამ ინოვაციური იდეის განხორციელებით დაინტერესდნენ კომპიუტერული მეცნიერებების და IT ტექნოლოგიების, ასევე, ბიზნესის სფეროში მომუშავე პროფესიონალი კადრები, სტუდენტები, სტარტაპები.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა