ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე: მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებისთვის, საქართველოს მთავრობა აუცილებლად გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს



დღეს, ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ნათლად დავაფიქსირეთ, მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებისთვის საქართველოს მთავრობა აუცილებლად გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ არსებობს გარკვეული კითხვები და ამ კითხვებზე საჭიროა პასუხების მიღება. საფინანსო სექტორის ადეკვატური ჩართულობა მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისების, სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის საკეთილდღეოდ, არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან პრინციპული და საგნობრივი საუბარი. მეორე პრობლემა, რომელზეც გვქონდა კომუნიკაცია, შეეხება ჭარბვალიანობის პრობლემას ჩვენს მოსახლეობაში. აქაც საბანკო სექტორს აქვს საშუალება, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ამ კუთხით. ჭარბვალიანობა ზოგადად, კომპლექსური პრობლემაა და მას სჭირდება სისტემური მიდგომა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი შეხვედრები იქნება სისტემური ხასიათის, დაახლოებით, სამ კვირაში, ჩვენ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც იმედს ვიტოვებ, რომ ამ შეკითხვებზე მივიღებთ შესაბამის პასუხებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ აღნიშნა, შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა. „საკმაოდ საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ამ მიმართულებით სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროსა და საბანკო სექტორს,“ - აღნიშნა მან. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას, რომელმაც საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

„საუბარი შეეხო ჭარბვალიანობის პრობლემას, რომელიც ქვეყანაში ასევე სერიოზულ პრობლემად შეიძლება ჩამოყალიბდეს და უკვე მიიღო ის მასშტაბები, როცა სახელმწიფომ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს და ბუნებრივია, საბანკო სექტორი აქტიურად იქნება ჩართული ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენს ინტერესებშიც შედის, რა თქმა უნდა, ის, რომ დროულად იქნას გამოვლენილი ის პარამეტრები, როგორ შეიძლება ამას მიხედოს საბანკო სექტორმა და სახელმწიფომ ერთობლივად. ჩვენი შემდგომი ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება იმ პროექტის ფარგლებში, რომელზედაც არაერთხელ იყო საუბარი და ძირითად პარამეტრებს, დეტალებს შემდგომში გაიგებს მოსახლეობა,“ - განაცხადა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ.

„რეფორმები, რომელიც მიმართულია სასტარტო კაპიტალისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისკენ საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის და „საქართველოს ბანკი“ მზადაა მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, შეუერთდეს ამ პროგრამას, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო პროგრამებს. დისკუსიის მეორე თემა იყო ჭარბვალიანობის თემა, ამ მხრივაც მიმდინარეობს კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთანაც და ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევიმუშავებთ ღონისძიებებს ამ მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მომხმარებლების ვალებისა და კრედიტების პრობლემის გადაჭრას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

„მივესალმებით ფინანსთა სამინისტროს და ფინანსთა მინისტრის ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დამატებითი კაპიტალის მიწოდების შესახებ, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდარიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, აქვთ მოლოდინი, რომ ეს შეამცირებს რისკებს და შესაბამისად, შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს სესხებისთვის და ხელმისაწვდომს გახდის დამატებით ფინანსურ რესურსებს ამ ბიზნესებისათვის. „რაც შეეხება მეორე საკითხს, იყო ლაპარაკი ჭარბვალიანობაზე. ამ მიმართულებითაც დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები და იმედი გვაქვს, რომ ეს გამოიღებს დადებით შედეგს,“ - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდარიშვილმა.

„ტერაბანკის“ გენერალური დირექტორის, თეა ლორთქიფანიძის განცხადებით, სასტარტო კაპიტალის პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან მისი თქმით, რეალურად, დღეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კაპიტალის სიმცირე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

„ვფიქრობთ, რომ ეს რეფორმა დაგვეხმარება, რომ უფრო მეტი კლიენტი ჩავრთოთ და უფრო მეტად გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება. მეორე პროექტი, რაზეც ვსაუბრობდით, ეს არის ჭარბვალიანობის პრობლემა, რომელიც რეალურად, დღეს არსებობს საზოგადოებაში და მიუხედავად იმისა, რომ ბანკები არ არის ამის ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას და იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას შევუწყობთ ხელს. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ ასეთი ტიპის დისკუსიები არსებობს ბანკებსა და მთავრობას შორის და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივად ყველა პრობლემის გადაჭრას შევძლებთ,“ - აღნიშნა „ტერაბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მომდევნო შეხვედრა საბანკო სექტორთან, დაახლოებით, სამ კვირაში გაიმართება.



სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა