ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის გენერალურ დირექტორს შეხვდა



საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის გენერალურმა დირექტორმა, ვერნერ ლიპახმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სიღარიბის დაძლევას და რეგიონული კავშირების გაზრდას.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ წარმატებული პარტნიორობისთვის, რომელიც საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 10 წელია ვითარდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსდება ისეთი საინვესტიციო პროექტები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის სექცია. ასევე, განიხილება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გვირაბის მშენებლობა ყაზბეგის მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის სატრანზიტო პოტენციალს ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის მიმართულებით და ხელს შეუწყობს აღნიშნული რეგიონის განვითარებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ქვეყანაში რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო ADB-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაილარი.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია, რომლის აქტიური პორტფელი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 2.1 მილიარდი დოლარია და მოიცავს კერძო და საჯარო სექტორის დაფინანსებას და ტექნიკურ დახმარებას. ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა: გზები, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურა, წყალი და კანალიზაცია. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბანკის მხარდაჭერა ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

21მარტი დღე თვე წელი
2019 20.03 01.03 01.01
  20.03 20.03
ნაშთი დასაწყისი : 638.9700.8 661.2
შემოსულობები : 94.7554.7 2 384.5
მ.შ გადასახადები :91.9531.91 989.9
გადასახდელები : 41.4 563.42 353.5
ნაშთი ბოლოს : 692.2 692.2692.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

მოქალაქის გზამკვლევი
2019 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა