მამუკა ბახტაძე: ის ახალი პროგრამები, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, კიდევ უფრო მეტ არგუმენტებს მოგვცემს გავზარდოთ დაფინანსების ხაზები საქართველოსთვის



საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართული Facebook-live-ის დროს ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტზე.

„ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გვაქვს ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ინსტიტუტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჩათვლით. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ სსფ-ის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება. ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელსაც მივაღწიეთ 2017 წლის ბოლოს და რომელიც გვაქვს 2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ შევიდეთ მოლაპარაკებებში საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა გავზარდოთ დაფინანსების ხაზები საქართველოსთვის. ამას გარდა, ჩვენ გვექნება პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები მეგობარი ქვეყნების პოლიტიკოსებთან,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, დაგეგმილია შეხვედრები მსხვილ ინვესტორებთან, რომლებიც მომავალ წელს საქართველოში გეგმავენ საკმაოდ მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას რეალურ სექტორსა და ლოგისტიკის სექტორში.

„მე პირადად, მაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი. ამის მიზეზს მაძლევს რამდენიმე გარემოება. პირველ რიგში, როგორც ვისაუბრეთ, ეს არის ის მაკროეკონომიკური მონაცემები, რომლებიც ოფიციალურად გვაქვს. მეორე-მიუხედავად იმ ტურბულენტობისა, რომელიც შეიმჩნევა რეგიონში, საქართველო განაგრძობს ეკონომიკური განვითარების გეზს და მესამე - ეს არის ჩვენი მეგობრების კეთილგანწყობა. დარწმუნებული ვარ, ის ახალი პროგრამები, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, კიდევ უფრო კარგ და მეტ არგუმენტს მოგვცემს, რათა საქართველოში მოვიზიდოთ მეტი დაფინანსება. მინდა შეგახსენოთ, რომ გასული წელი იყო საუკეთესო საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და ჩვენ ეს გაზი აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა