მამუკა ბახტაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, სრულად უჭერს მხარს ჩვენს რეფორმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა



საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართულმა საგაზაფხულო შეხვედრებმა, დაადასტურა, რომ სსფ-ის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ენტონი დე ლანოისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, სრულად უჭერს მხარს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. „ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ქვეყანა დაინტერესებულია გაეცნოს იმ პრაქტიკას, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით. განსაკუთრებით, ეს შეეხება მოგების გადასახადის რეფორმას, ასევე იმ რეფორმას, რომელსაც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან განვახორციელებთ და რომლის მიხედვითაც, მცირე მეწარმეები გადაიხდიან სიმბოლურ 1%-იან ბრუნვის გადასახადს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ, ისევე როგორც ეროვნულმა ბანკმა, შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რომელიც აღნიშნული იყო სსფ-ის პროგრამაში.

„საქართველომ მიაღწია ძალიან დიდ პროგრესს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველ და მეორე მიმოხილვებს შორის. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კმაყოფილია, რომ პროგრამის ყველა კრიტერიუმი შესრულებულია. მოხარულები ვართ, რომ ფონდი ორიოდე კვირაში, პროგრამის მეორე მიმოხილვის შედეგებს უკვე აღმასრულებელ საბჭოში განიხილავს,“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენტონი დე ლანოიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში შედგა, რომელზედაც განხილულ იქნა სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა, სამომავლო პრიორიტეტები და ტექნიკური დახმარების საკითხები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ყველა ის ინტელექტუალური მხარდაჭერა, რასაც საქართველო ტექნიკური დახმარების სახით იღებს, კარგადაა გამოყენებული და იძლევა მეტ შესაძლებლობას, საქართველომ ასეთი დახმარება მიიღოს მომავალშიც.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა