საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებას



ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტს, ჯორჯინა ბეიქერს (Georgina Baker) შეხვდა. მხარეებმა საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

ფინანსთა მინისტრმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ის პოზიტიური დინამიკა, რაც 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისიდან აღინიშნება ეკონომიკაში. ასევე, განიხილეს ის რეფორმები, რომელთა მიზანია, საშუალო და მცირე ბიზნესის წახალისება, ადამიანური კაპიტალის განვითარება.

ფინანსთა მინისტრმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორების დაფინანსებისთვის მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა: საფინანსო სფერო, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, კაპიტალის ბაზარი.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა და საქართველოს შორის წარმატებით მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მოხარული ვარ, რომ პარტნიორობა გრძელდება. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ საქართველოს მხარდაჭერას,“ - აღნიშნა საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია. მსოფლიო ბანკის კერძო სექტორის ოპერაციები სწორედ IFC-ის მიერ ფინანსდება. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, იგი ინვესტიციებით და საკონსულტაციო მომსახურებით საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

23აპრილი დღე თვე წელი
2024 22.04 01.04 01.01
  22.04 22.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 189.42 140.1 1 577.3
შემოსულობები : 113.0
1 602.67 919.1
მ.შ გადასახადები :100.7
1 393.76 606.0
გადასახდელები : 193.11 633.3
7 387.1
ნაშთი ბოლოს : 2 109.4 2 109.42 109.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა