მამუკა ბახტაძე: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერა უზრუნველყოფს საქართველოს პრიორიტეტული სფეროების შემდგომ განვითარებას



გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, გასული წლის შემოდგომაზე სამთავრობო კონსულტაციების დროს, შევთანხმდით ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს შემდგომი განვითარება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რომელსაც გერმანული მხრიდან ხელი მოაწერა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა.    

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის მთავრობა უწევს ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების, ასევე, ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. მხარეებმა მიმოიხილეს არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სექტორებში მიმდინარე პროექტები და ასევე, ენერგოეფექტურობის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები.

„გერმანია ჩვენი მეგობარი და ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ქვეყანაა. დღეს, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო დამატებით  მიიღებს 252,7 მილიონი ევროს (230 მილიონი ევრო სესხის და 22,7 მილიონი ევრო გრანტის სახით). აღნიშნული თანხა, ძირითადად, მოხმარდება ინფრასტრუქტურის განვითარებას, განათლების სექტორს, კერძოდ, პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ენერგეტიკულ და გარემოს დაცვის პროექტებს. მსურს ამ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას,  ასევე, ორ გერმანულ ფინანსურ ინსტიტუტს - გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), რომელთა საშუალებითაც მოხდება აღნიშნული ფინანსური რესურსების ათვისება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.  

ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორი კლაუს ფეიგელი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დირექტორი როლანდ შტურერი.


სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა