მამუკა ბახტაძე: ევროპის საინვესტიციო ბანკი სრულად უჭერს მხარს ჩვენ მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ეხება



ევროპის საინვესტიციო ბანკი სრულად უჭერს მხარს ჩვენ მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ეხება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვაზილ ჰუდაკთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ. 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საუბარია ინიციატივაზე, რომელიც  მცირე და საშუალო მეწარმეებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ  წვდომა იაფიან კაპიტალზე.  

„ევროკომისიის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკი იხილავს შესაძლებლობას, რათა საქართველოში დავიწყოთ ისეთი ტიპის ფინანსური  ინსტრუმენტების დანერგვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ საშუალო და მცირე ბიზნესი საქართველოში და როგორც შედეგი, მივიღოთ ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოში დავამარცხოთ სიღარიბე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საინვესტიციო ბანკს აღნიშნული რეფორმის მხარდაჭერისთვის. 

„ეს პროგრამა იქნება უნიკალური საშუალება, რათა საქართველოში კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ საშუალო და მცირე მეწარმეობა და ჩვენს მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა იაფიან სასტარტო კაპიტალზე, რაც საშუალებას მოგვცემს საქართველოში განხორციელდეს ეკონომიკურად მიზანშეწონილი ყველა პროექტი“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტთან მნიშვნელოვნად გაზარდა თანამშრომლობის ფორმატი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს ბანკი 250 მლნ ევროს დახარჯვას გეგმავს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისთვის.  

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

24აპრილი დღე თვე წელი
2024 23.04 01.04 01.01
  23.04 23.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 109.42 140.1 1 577.3
შემოსულობები : 60.4
1 663.17 979.5
მ.შ გადასახადები :65.0
1 458.76 671.1
გადასახდელები : 117.51 750.8
7 504.5
ნაშთი ბოლოს : 2 052.3 2 052.32 052.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა