მამუკა ბახტაძე: EBRD-ს პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ პროექტების შესახებ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენს ეკონომიკაში კიდევ უფრო გაიზარდოს ბანკის ინვესტიციები




ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ პროექტების შესახებ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენს ეკონომიკაში კიდევ უფრო გაიზარდოს ბანკის ინვესტიციები- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ EBRD-ს პრეზიდენტთან, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან გამართული შეხვედრის შემდეგ. 

შეხვედრა იორდანიის სამეფოში, ქ. ამანში შედგა, სადაც ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში (Annual Meetings) მონაწილეობს.   

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საქართველოს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბანკს, დაახლოებით, 3 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს მოზიდული საქართველოში. გასული წელი იყო განსაკუთრებული, როდესაც EBRD-ს მხრიდან ისტორიული მაქსიმუმის ინვესტიცია განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აპირებს დააფინანსოს უახლოეს მომავალში. 

მინდა აღვნიშნო რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზედაც ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ. პირველი - ესაა ახალი კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ფაქტორინგის და ლიზინგის ბაზრის განვითარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რათა ქართულმა ბიზნესმა მიიღოს წვდომა ახალი ტიპის დაფინანსებაზე, რომელიც მორგებული იქნება მათ მოთხოვნაზე და მეორე - ეს გახლავთ საჯარო-კერძო თანამშრომლობის სამართლებრივი ჩარჩო, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალიან აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელსაც ბანკი განახორციელებს მომავალ წელს. საუბარი ასევე შეეხო ახალი განვითარების სტრატეგიას, რომელიც ბანკმა 2019 წელს უნდა დაამტკიცოს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა