მოლდოვის რესპუბლიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა



ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობას შორის “შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება, რომელსაც საქართველოში მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, 2017 წლის 29 ნოემბერს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, ანდრეი გალბურმა.

შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენციის მთავარი მიზანია, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და ინვესტიციების წახალისება, ასევე, გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით.

შეთანხმების ტექსტები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამოდელო ვარიანტს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 55 ქვეყანასთან.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

24აპრილი დღე თვე წელი
2024 23.04 01.04 01.01
  23.04 23.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 109.42 140.1 1 577.3
შემოსულობები : 60.4
1 663.17 979.5
მ.შ გადასახადები :65.0
1 458.76 671.1
გადასახდელები : 117.51 750.8
7 504.5
ნაშთი ბოლოს : 2 052.3 2 052.32 052.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა