მამუკა ბახტაძე: საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება



მამუკა ბახტაძე: საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება

საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან მთავრობის სხდომაზე წარდგენილ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს.

„პირველი - ყველა გამსესხებელს, აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა, მოითხოვოს სხვა ქონება მომხმარებლისგან. მეორე - ლომბარდებს და გამსესხებლებს, ე.წ კერძო მევახშეებს, ეკრძალებათ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დალომბარდება; 50%-მდე მცირდება სესხის წლიური ეფექტური განაკვეთი, ნაცვლად დღეს არსებული 100%-ისა. მეოთხე - მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს აეკრძალება ჯარიმა დათვალოს სესხის საერთო მოცულობიდან. მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი - ახალი, სამართლიანი თამაშის წესები ვრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე, აქ იგულისხმება საბანკო სექტორი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები და თუ კერძო გამსესხებლები. აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს მაქსიმალური გამჭვირვალობის შეტანას აღნიშნულ სექტორში. გონივრული ვადა მიეცემათ ლომბარდებს, რათა თავიანთი საქმიანობა დახვეწონ და განავითარონ, მოახდინონ ერთიანი პროგრამული უზრუნველყოფის შემქნა, სადაც აღრიცხული იქნება ყველა დაგირავებული ნივთი იმ მიზნით, რომ გამოვრიცხოთ კრიმინალური შემთხვევების ალბათობა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საკითხის გარშემო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 29 მაისს, გაკეთდება პრეზენტაცია, სადაც საზოგადოება დეტალურად გაეცნობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებულ პრინციპებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა