ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაში (Constituency Meeting) მონაწილეობს



8-10 ივნისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაში (Constituency Meeting), რომელიც ხორვატიაში, ქალაქ სპლიტში იმართება და მას ჯგუფების წევრი 15 ქვეყნის (საქართველო, ბულგარეთი, ისრაელი, რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, ლუქსემბურგი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები) ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე, ცენტრალური ბანკების მმართველები ესწრებიან.

შეხვედრაზე დელეგაციების წევრები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ ტენდენციებს, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის. დისკუსიების ერთ-ერთი თემაა ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობები, გამოწვევები და პერსპექტივა ფინანსური ინკლუზიურობის თვალსაზრისით.

მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი დე ლანოი, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ფრენკ ჰიმსკერკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტები.

ფინანსთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას, მოხდება საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და რეფორმების განხილვა, ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობების კუთხით ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, ასევე, ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის განვითარების ხედვისა და სამომავლო პერსპექტივის გაცნობა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა