აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, ტაკეჰიკო ნაკაოს პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში



13-16 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო.

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის მანძილზე, ეს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და ADB-ის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ცალსახა დადასტურებაა.

ეს არის მაღალი დონის და საეტაპო მნიშვნელობის ვიზიტი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო მეტად გაღრმავდეს და გაფართოვდეს თანამშრომლობა აზიის განვითარების ბანკთან.
მაღალი დონის სტუმარს მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

ვიზიტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი შეხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს, თბილისის მერს, კახა კალაძეს.

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი გაეცნობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.

დაგეგმილია აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველის, ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, ტაკეჰიკო ნაკაოს ერთობლივი ბრიფინგი.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ჩართულობა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის განხორციელების პროცესში. ბანკი საქართველოს მხარდაჭერას უწევს ისეთი პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებაში, როგორიცაა: ენერგეტიკა, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურა, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა, რაც მიზნად ისახავს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, სიღარიბის დაძლევის დაჩქარებას და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის განვითარების, არამედ რეგიონული თვალსაზრისითაც. აზიის განვითარების ბანკი ასევე მონაწილეობს ისეთი რეფორმების განხორციელების პროცესში, როგორიცაა კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმა, კერძო-საჯარო თანამშრომლობის პროექტი.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა (საინვესტიციო, კერძო სექტორი და ტექნიკური დახმარებები) შეადგენს, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

23აპრილი დღე თვე წელი
2024 22.04 01.04 01.01
  22.04 22.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 189.42 140.1 1 577.3
შემოსულობები : 113.0
1 602.67 919.1
მ.შ გადასახადები :100.7
1 393.76 606.0
გადასახდელები : 193.11 633.3
7 387.1
ნაშთი ბოლოს : 2 109.4 2 109.42 109.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა