2018 წლის 13 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N24 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 47 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.270%, მაქსიმალური 7.350%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.329%.