მამუკა ბახტაძე: აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის



საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ პირველი შეხვედრა აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველთან, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, მამუკა ბახტაძესთან გამართა. 

მხარეებმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას. 

„მსურს, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ბატონ ნაკაოს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში სტუმრობისთვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. აზიის განვითარების ბანკი არის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ADB-ი მონაწილეობს ყველა წამყვან ინფრასტრუქტურულ პროექტში საქართველოში, ეს  შეეხება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს, ასევე ახალ დერეფანს ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით. ამასთან, ADB-ი აქტიურად არის ჩართული განათლების სექტორის მომავალ რეფორმაში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აზიის განვითრების ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროექტებზე, ქვეყნისათვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე. 

„ქვეყანა საკმაოდ სწრაფად იზრდება, გასულ წელს ექსპორტი გაიზარდა 30%-ით და კვლავ განგრძობს ზრდას. ტურიზმის სექტორი საკმაოდ ძლიერია და მწამს, რომ ამ სექტორს აქვს დიდი პოტენციალი. ინფლაციის დონე კონტროლს ექვემდებარება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაფინანსებულია მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. მაკროეკონომიკური სტაბილურობა მიღწეულია და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ეკონომიკური რეფორმები. მეტი ინვესტიციაა საჭირო, განსაკუთრებით, მაღალტექნოლოგიურ სფეროში, ასევე, საჭიროა ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. აზიის განვითარების ბანკი ქვეყანას დახმარებას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მშენებლობის მიმართულებით. მოხარულები ვართ, მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ სფეროებს, როგორიცაა განათლება, ასევე  გავაგრძელოთ თანამშრომლობა მმართველობითი რეფორმების გაძლიერების მიმართულებით,“ - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ქვეყანაში ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდი აშშ დოლარია.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

29მარტი დღე თვე წელი
2024 28.03 01.03 01.01
  28.03 28.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 446.21 418.2 1 577.3
შემოსულობები : 122.61 729.15 498.3
მ.შ გადასახადები :10.1
1 353.04 527.0
გადასახდელები : 91.11 669.5
5 597.9
ნაშთი ბოლოს : 1 477.8 1 477.81 477.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა