2018 წლის 4 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N27 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 76 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.30%, მაქსიმალური 7.380%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.364%.