ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა



5 ივლისს, ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ჰელმუტ ფიშერს (Helmut Fischer) შეხვდა. მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ADB-ის შორის წარმატებული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს ქვეყანაში ბანკის მხარდაჭერით  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

ფინანსთა მინისტრმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს გააცნო ის რეფორმები, რომელთა მიზანია, ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ენერგეტიკასა და გზების მშენებლობაში. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ADB-ის მონაწილეობაზე ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ახალი დერეფანი ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით. 

ამასთან, მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა განათლების სექტორის მომავალ რეფორმაში, ტექნიკური მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების  მიმართულებით. 

აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორის განცხადებით, ბანკი აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოსთან და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში იეშიმ ელჰან -კაიალარი.  

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

29მარტი დღე თვე წელი
2024 28.03 01.03 01.01
  28.03 28.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 446.21 418.2 1 577.3
შემოსულობები : 122.61 729.15 498.3
მ.შ გადასახადები :10.1
1 353.04 527.0
გადასახდელები : 91.11 669.5
5 597.9
ნაშთი ბოლოს : 1 477.8 1 477.81 477.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა