2018 წლის 11 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N29 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 70 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.450%, მაქსიმალური 7.470%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.465%.