ივანე მაჭავარიანი: სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული პოლიტიკის წარმატებით განხორციელების პროცესში ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს



2018 წლის 16 ივლისს, ფინანსთა მინისტრის რანგში ივანე მაჭავარიანმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მან მინისტრის მოადგილეებთან სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პროცესები განიხილა და გაეცნო მიმდინარე რეფორმების დეტალებს. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული რეფორმების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას და ფინანსთა სამინისტროს გამორჩეულ როლს ამ მიმართულებით.

„სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებამ, საბოლოო შედეგად უნდა მოგვცეს დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა, აღნიშნული პროგრამის შესრულებასა და დასახული მიზნების მიღწევაში, ფინანსთა სამინისტროს ექნება წამყვანი როლი. მცირე და ეფექტიანი მთავრობა, საჯარო სერვისებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ინკლუზიური ეკონომიკა, სამართლიანი ბიზნეს გარემო და მაკროეკონომიკური სტაბილურობა - ეს ის ძირითადი, მიმართულებებია, სადაც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ჩვენი ეფექტიანი მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რეფორმების დანერგვის პროცესში, ფინანსთა სამინისტროს პროფესიონალთა გუნდი, ღირსეულად გაართმევს თავს ახალ გამოწვევებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრად ივანე მაჭავარიანის დანიშვნის ბრძანებას ხელი მიმდინარე წლის 12 ივლისს მოაწერა, საპარლამენტო უმრავლესობამ სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობის ნდობა 14 ივლისს გამოუცხადა.


სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა