101 ხმით 12-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა. მთავრობამ ასევე დაამტკიცა სამთავრობო პროგრამა "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა".
განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მთავრობის შემადგენლობაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატია. მინისტრთა კაბინეტში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ივანე მაჭავარიანი დაიკავებს.