ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა



საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე და რეფორმების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედკალი აბილგაზიევმა ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა განხორციელებაც გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამით, რომელსაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად პარლამენტმა ახლახან ნდობა გამოუცხადა.

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა ფინანსთა მინისტრს წარმატება უსურვა ახალ თანამდებობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ყირგიზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ პრეზენტაციას, რომელიც შეეხებოდა საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებებით ფინანსთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ინიციატივებს.

ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოში OGP-ის სამიტის ფარგლებში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ყირგიზეთის როგორც აღმასრულებელი ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა