პასკალ სან-ამანსი: სამართლიანი საგადასახადო სისტემის შექმნაში საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია



სამართლიანი საგადასახადო სისტემის შექმნაში საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია - განაცხადა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის (CTPA) დირექტორმა, პასკალ სან-ამანსმა, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ორგანიზებულ მაღალი რანგის შეხვედრას ესწრება.

მისი თქმით, საერთაშორისო დაბეგვრის საკითხები დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია სახელმწიფოების პოლიტიკური დღის წესრიგში.

„დიდი ოცეულის სახელმწიფოები, აგრეთვე ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობენ საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებას. არსებული გამოწვევები დაკავშირებულია შემოსავლების გადატანასთან იმ ქვეყნებში, სადაც დაბალი საგადასახადო განაკვეთებია, შესაბამისად, სახელმწიფოები ყოველწლიურად კარგავენ მილიარდობით დოლარის შემოსავალს. საგადასახადო ბაზის შემცირების და მოგების გადაქაჩვის (BEPS) პროექტის ფარგლებში, OECD-იმ შეიმუშავა წესები, რომელიც მიმართულია საერთაშორისო დაბეგვრის ხარვეზების აღმოფხვრისკენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფომ მოახდინოს ამ წესების იმპლემენტაცია.

ამასთანავე, დიდი ყურადღება ეთმობა საერთაშორისო თანამშრომლობის გაზრდას, რათა საგადასახადო ადმინისტრაციებს შეეძლოთ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება და მისი ეფექტურად გამოყენება. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომელიც დიდი ოცეულის დავალებით OECD-იმ შეიმუშავა არის საფინანსო ინფორმაციის ავტომატურად გაცვლის სისტემა,“ - განაცხადა პასკალ სან-ამანსიმ.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრის საქართველოში ორგანიზება მიზნად ისახავს ამ მნიშვნელოვანი საკითხების ხაზგასმას და რეგიონალური დიალოგის წახალისებას.

„დღეს რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები შეიკრიბნენ თბილისში, რათა ერთმანეთს გაუზიარონ არსებული გამოწვევები და ერთმანეთს გაუზიარონ მათი გამოცდილება. საქართველო აქტიური წევრია როგორც BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის, ისვე OECD-ის გლობალური ფორუმის, შესაბამისად, ამ შეხვედრის თბილისში ჩატარება ადასტურებს საქართველოს როლს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საერთაშორისო დაბეგვრის სისტემის რეფორმირების პროცესში,“ - განაცხადა პასკალ სან-ამანსმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა