ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი OECD-ს საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს შეხვდა



საქართველოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს პასკალ სან-ამანსიმ შეხვედრაზე, რომელიც თბილისში OECD-ს რეგიონალური ფორუმის ფარგლებში შედგა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო დაბეგვრის დღის წესრიგში არსებული წარმატებები და გამოწვევები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საგადასახადო მიმართულებით ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ ქვეყანა წარმატებით განხორციელებული რეფორმების წარმატებული მაგალითია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის გაუმჯობესებას, საერთაშორისო დაბეგვრის სისტემის რეფორმირების პროცესში საერთო მიდგომების შემუშავებას.

შეხვედრაზე OECD-ს საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს საქართველოსა და OECD-ს შორის პარტნიორობისთვის, ასევე თბილისში რეგიონალური ფორუმის მასპინძლობისთვის. მისი თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოსთან.

შეხვედრას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დაესწრნენ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა