2018 წლის 18 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N30 აუქციონზე გაიყიდა 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 64 020 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.900%, მაქსიმალური 9.030%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.016%.