2017 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) შეფასების შედეგებზე გამართული პრეზენტაცია ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გახსნა



სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების შეფასება ადასტურებს, რომ საჯარო ფინანსების მართვა პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოსთვის - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) შეფასების შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანგარიში წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული თვითშეფასების შედეგს, რომელიც დადასტურებულია მსოფლიო ბანკის მიერ PEFA-ს სამდივნოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების მეთოდოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც სახელმწიფოს შეუძლია ობიექტური ინფორმაცია მიიღოს საჯარო ფინანსების მართვაში მიღწევებისა და გამოწვევების შესაფასებლად. მისი თქმით, ანგარიშგების 2017 წლის შეფასება მიუთითებს იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანამ გაიარა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის კუთხით.

2017 წელს სახელმწიფო ფინანსების მართვის განხორციელებასთან დაკავშირებით თვითშეფასება ფინანსთა სამინისტრომ, პარლამენტთან და სახელმწიფო აუდის სამსახურთან ერთად განახორციელა.

„2018 წელს მსოფლიო ბანკმა გადაამოწმა აღნიშნული შეფასება და დაადასტურა, რომ ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმები ნამდვილად აისახა საქართველოს ფინანსების მართვის მენეჯმენტზე. ყველა იმ ინდიკატორში, რომელიც წარმოდგენილია აღნიშნული მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოს აქვს გაუმჯობესება და მნიშვნელოვანი პროგრესი, ჩვენ მიერ გადადგმული რეფორმები წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო შეფასება კიდევ უფრო გაუმჯობესებული იქნება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა