თბილისში მაღალი რანგის რეგიონული დიალოგი თემაზე: „ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ჩართულობა“ გაიმართა



მიმდინარე წლის 18 ივლისს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გახსნა მაღალი რანგის რეგიონული დიალოგი თემაზე: „ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ჩართულობა“, რომელიც ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership), ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით მიღწევების, არსებული გამოწვევების და სამომავლო გეგმების განხილვა, როგორც რეგიონის და სხვა პარტნიორი ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

რეგიონულ დიალოგში მონაწილე ქვეყნების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ფისკალური გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესების საკითხებზე. საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ რეფორმებზე და განიხილეს მათი მხარდაჭერის შესაძლებლობები, ხოლო ღია ბიუჯეტის კვლევის მონაწილე ქვეყნების ექსპერტებმა ისაუბრეს ფისკალური გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებზე და მათ აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებებზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმატებით ხორციელდება, რასაც ადასტურებს ღია ბიუჯეტის კვლევის 2017 წლის შედეგები. საქართველომ 82 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის და 2006 წელს მინიმალური გამჭვირვალობის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან, 2017 წელს გადაინაცვლა ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია).

თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საჯარო ფინანსების მართვის სფეროში განხორციელებული რეფორმების, არსებული გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ. შეაფასა ის წარმატებული ნაბიჯები, რომელიც საქართველომ გაიარა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა, დონორი საფინანსო ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობას და მხარდაჭერას, ასევე გამოთქვა მზაობა, საჯარო ფინანსების მართვის კუთხით საქართველომ გაუზიაროს გამოცდილება პარტნიორ სახელმწიფოებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა