ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა



ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალართან.

შეხვედრაზე ვრცლად მიმოიხილეს ADB-ს დაფინანსებით საქართველოში მიმდინარე პროექტები და ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები.

აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ივანე მაჭავარიანს მიულოცა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და გამოთქვა მზაობა, მთავრობასთან ერთად გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდასაჭერად.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს მიმდინარე წლის ივნისში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, ტაკეჰიკო ნაკაოს საქართველოში პირველ ვიზიტს და აღნიშნეს, რომ თბილისში გამართული შეხვედრები, ხელს შეუწყობს ADB-სთან თანამშრომლობა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა აფასებს იმ თანადგომას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს საქართველოს სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით, ქვეყნის ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ფინანსთა მინისტრმა სტუმართან ერთად ასევე, განიხილა მთავრობის დაგეგმილი რეფორმები, რომელიც ითვალისწინებს საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა 2019-2021 წლების თანამშრომლობის სფეროებზე, რომელთა შორის პრიორიტეტულად დასახელდა განათლების სექტორი, სადაც აზიის განვითარების ბანკი მზადაა აქტიურად ჩაერთოს მომავალი რეფორმის განხორციელების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ADB-ს რეგიონული ოფისის დამხარებით, საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობა მომავალშიც პოზიტიურად განვითარება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა