2018 წლის 1 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N32 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 95 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.000%, მაქსიმალური 7.160%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.115%.