2018 წლის 8 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N33 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 38 736 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.080%, მაქსიმალური 7.170%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.133%.