ივანე მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება ნიშნავს მეტ ინვესტიციას, მეტ ნდობას საქართველოს მიმართ



სავალუტო ფონდის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება ნიშნავს მეტ ინვესტიციას, მეტ ნდობას საქართველოს მიმართ, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის შედეგების  კომენტირებისას.  

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გაზარდა. 

„ეს ძალიან დიდი მიღწევაა იმ საგარეო ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია. პრაქტიკულად, სახეზე გვაქვს სავალუტო კრიზისი, როგორც თურქეთში, ისე რუსეთში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი ნახევრის საბიუჯეტო შემოსავლები გადაჭარბებით სრულდება. ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ 2018 წელს დავხურავთ პროფიციტით, მიმდინარე შემოსავლებისა და მიმდინარე ხარჯების კუთხით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მაღალ შეფასებას აძლევს მთავრობის მიერ უკვე დაწყებულ და დაგეგმილ რეფორმებს, რომლებიც სწორედ მათთან ერთად ხორციელდება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

როგორც მან აღნიშნა, ფონდი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რეგიონში არსებული რისკების გამო, მნიშვნელოვანია თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსის და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება. 

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის  მიერ საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე სარეიტინგო კომპანია  Fitch-ის შეფასებები მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და მდგრადობის შენარჩუნებისთვის.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

15თებერვალი დღე თვე წელი
2019 14.02 01.02 01.01
  14.02 14.02
ნაშთი დასაწყისი : 618.0690.3 661.2
შემოსულობები : 109.6425.8 1 359.8
მ.შ გადასახადები :48.2246.71 055.3
გადასახდელები : 22.9 411.41 316.3
ნაშთი ბოლოს : 704.7 704.7704.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<თებერვალი>
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728123
45678910

მოქალაქის გზამკვლევი
2019 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა