ივანე მაჭავარიანი: ციფრული ეკონომიკის ეპოქაში, ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი, ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია



ციფრული ეკონომიკის ეპოქაში, ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი, ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, რომელიც ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმყოფებოდა, სადაც ტვირთებისა და საქონლის საზღვრის კვეთისა და საბაჟო პროცედურები ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება, მომსახურება კი მომხმარებლისთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზეა ორიენტირებული.

ფინანსთა მინისტრმა დაათვალიერა კონტეინერების გახსნისა და დათვალიერების ადგილი, სატრანსპორტო საშუალებების რენტგენოსკანერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შემოწმება, ასევე, გაეცნო სასაზღვრო-საკარანტირო, ფიტო-სანიტარული და ვეტერინალური კონტროლის პუნქტის საქმიანობას, გარდა ამისა, მინისტრი ფოთის ნავსადგურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო კონტეინერების კონტროლის ჯგუფის სამუშაო პროცესს.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, საბაჟო სამსახურების ეფექტიანად მუშაობის მნიშვნელობას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით. აქცენტი გააკეთა საბაჟო სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე, რომელიც უკავშირდება საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციას, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა