2018 წლის 12 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N37 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 46 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.090%, მაქსიმალური 7.160%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.139%.