2018 წლის 12 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N38 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 68 260 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.140%, მაქსიმალური 7.240%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.232%.