ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა



საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

ფინანსთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ევროპის საინვესტიციო ბანკის მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია მიმართულია ქვეყანაში საჯარო და კერძო სექტორის, მათ შორის, ინოვაციური ბიზნესის განვითარებისკენ.

დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს. კერძო სექტორში EIB-ს გამოყოფილი აქვს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება. 

შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სატრანსპორტო კომუნიკაცია.  აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში დამატებით გეგმავს 250 მლნ ევროს გამოყოფას გზების მშენებლობის მხარდასაჭერად.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მთავრობისთვის, ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კაპიტალზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის რეფორმის განხორციელება და ამ კუთხით, EIB-ს მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება.

თავის მხრივ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბანკის მზაობა, გააგრძელოს ქვეყნაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა, რომელთა მიზანია, სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 7აპრილი დღე თვე წელი
2025 04.04 01.04 01.01
  04.04 04.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 526.61 643.5 1 386.2
შემოსულობები : 78.2
308.36 959.1
მ.შ გადასახადები :73.5
202.35 630.8
გადასახდელები : 185.4532.4
6 925.9
ნაშთი ბოლოს : 1 419.4 1 419.41 419.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა