2018 წლის 10 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N 41 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 47 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.100%, მაქსიმალური 7.150%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.131%.