ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა



საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, მაღალი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის მაისში, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციის პირველ ვიზიტს საქართველოში, ასევე ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ 2019-2022 წლებისათვის საქართველოსთან თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის ახალ, გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ“. აღსანიშნავია, რომ საქართველო დასახელდა, დაახლოებით, 20 ქვეყანას შორის, სადაც პირველად დაიწყება აღნიშნული პროექტის ინიცირება.

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროექტის ინიცირებისთვის და აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა პოზიტიურად შეაფასა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდამჭერია. მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა