ივანე მაჭავარიანი: “განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში, მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება”



საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს შეხვდა. 

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისა და იმ დახმარებისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი ქვეყანაში სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს.  

საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის ახალ, გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. 

ივანე მაჭავარიანმა იმედი გამოთქვა, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაგეგმილი ინტენსიური რეფორმების განხორციელების პროცესში, მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, მაღალი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის მაისში, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციის პირველ ვიზიტს საქართველოში. 

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობას, სტრუქტურულ რეფორმებს, ბიუჯეტის მხარდამჭერ პროექტებსა და ტექნიკურ დახმარებებს. 

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა