2018 წლის 17 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N43 აუქციონზე გაიყიდა 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 42 520 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.750%, მაქსიმალური 8.920%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.822%.