საქართველო PEMPAL-ის საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის/ჰარმონიზაციის ცენტრისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, PEMPAL-ის (Public Expenditure Management Peer Assisted Learning) პროგრამის ფარგლებში, საქართველო მასპინძლობს საერთაშორისო ფორუმს, რომელსაც ცენტრალური აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 27 ქვეყნის, დაახლოებით, 75 დელეგატი ესწრება.

დღევანდელი ფორუმი სასტუმრო „ბალტმორში“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა გახსნეს.

PEMPAL-ი მსოფლიო ბანკის მიერ დაფუძნებული გაერთიანებაა, რომელშიც სახელმწიფო ხარჯების მართვის სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეები არიან გაწევრიანებულები და მისი მიზანია, ცენტრალური აზიისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

ფორმატი მოიცავს საჯარო ფინანსების მართვის სამი კომპონენტის ირგვლივ გაერთიანებულ სამუშაო ჯგუფებს: სახაზინო, საბიუჯეტო და შიდა აუდიტის მიმართულებით.

„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ტარდება ფორუმი, რომელიც დაკავშირებულია შიდა აუდიტის დანერგვის საკითხებთან. ჩვენ კარგი გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით, თუმცა დარჩენილია საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები, ამიტომ აღნიშნული შეხვედრა როგორც ჩვენ, ისე მასში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს, დაეხმარებათ პრაქტიკაში დანერგონ რეფორმები, რომელიც დაკავშირებულია შიდა აუდიტის, მათ შორის, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების დანერგვასთან, რაც საბოლოოდ, საჯარო ფინანსების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. PEMPAL-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თუ როგორ ვმართოთ ეფექტიანად საჯარო ფინანსები. მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვალეობა, კორუფციისა და საზოგადო სახსრების არასწორად გამოყენების გამოწვევების დაძლევაა. შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ შესწავლილი და გაზიარებული იქნება ის პრაქტიკა, რომლებიც უზრუნველყოფს საჯარო სახსრების ეფექტიან გამოყენებას“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.

„ჩვენ ვიმყოფებით PEMPAL-ის შიდა აუდიტის საზოგადოების პრაქტიკულ შეხვედრაზე. ჩვენ ვიკრიბებით გამოცდილების გასაზიარებლად, პრობლემების გადაჭრის გზების იდენტიფიცირებისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს თამამი ნაბიჯების გადადგმა საჯარო სექტორსა და კონკრეტულად შიდა აუდიტში რეფორმების განსახორციელებლად. ვაპირებთ, განვიხილოთ საჯარო სექტორის შიდა აუდიტის მნიშვნელობა და გავლენა. ასევე, განვიხილოთ, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ უფრო ეფექტიანად, რათა მივიღოთ შესაბამისი შედეგები და ხარისხიანი სერვისები მოქალაქეებისთვის. საქართველო ძალიან აქტიურად იყო ჩაბმული შიდა აუდიტის საზოგადოების პრაქტიკულ სამუშაოებში, მისი დაარსებიდან - 2006 წლიდან, პროგრესული რეფორმებისა და ძირითადი მიღწევების დემონსტრირებით. საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების გარდა, საქართველოში შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი არის იმის სურვილი, რომ შევიძინოთ გამოცდილება ჩვენი მასპინძელი ქვეყნისგან, რომელმაც უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები. იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ვართ, გამოწვევები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგება საჯარო სექტორის რეფორმების, საჯარო ფინანსური მენეჯმენტის რეფორმებისა და შიდა აუდიტის რეფორმების პროცესში, მაინც იდენტურია. შესაბამისად, გაკვეთილი, რომელიც კონკრეტულმა სახელმწიფომ უკვე შეისწავლა, ძალიან გამოსადეგი და გამოყენებადია სხვა ქვეყნებისათვის“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის პროექტის მენეჯერმა, არმან ვატიანმა.

ფორუმი, რომლის ორგანიზებაში, ასევე, აქტიურად იყო ჩართული გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 2 ნოემბრამდე იმუშავებს. 29-31 ოქტომბერს, იგივე ორგანიზაციის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა შიდა კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საქართველომ შიდა აუდიტის მიმართულებით PEMPAL-ის პლენალურ შეხვედრებს 2013 წელსაც უმასპინძლა.

PEMPAL-ი (Public Expenditure Management Peer Assisted Learning) პროგრამა მსოფლიო ბანკმა 2005 წელს დააფუძნა. პროგრამის მიზანია, სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში დასაქმებულ მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების გზით. პროგრამა დღეს უკვე აერთიანებს ცენტრალური აზიისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 27 ქვეყნის წარმომადგენელს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

16ნოემბერი დღე თვე წელი
2018 15.11 01.11 01.01
  15.11 15.11
ნაშთი დასაწყისი : 1 002.71 021.7 558.0
შემოსულობები : 142.6520.5 10 171.4
მ.შ გადასახადები :75.5422.48 324.8
გადასახდელები : 33.6 430.59 617.6
ნაშთი ბოლოს : 1 111.7 1 111.71 111.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2018 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა