2018 წლის 7 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N45 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 69 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.100%, მაქსიმალური 7.150%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.142%.