საქართველოში საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი იწყება



საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე: „საპენსიო რეფორმის სარგებელი საქართველოში - საფრანგეთის გამოცდილება“, რომელიც საფრანგეთის საელჩოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით დღეს გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) და მისი პარტნიორი „ექსპერტიზ ფრანსი“ ქვეყანაში ოფიციალურად იწყებს საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტს, რისთვისაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო 500 000 ევროს გამოყოფს.

საპენსიო სისტემაში დაგროვებითი, მეორე სვეტის შემოტანა მნიშვნელოვანი რეფორმაა საქართველოს მთავრობისა და ქართული საზოგადოებისათვის. რეფორმა უზრუნველყოფს ინდივიდუალურ პენსიას დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთათვის და ხელს შეუწყობს ქართული საფინანსო ბაზრის განვითარებას.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მარისოლ ტურენი.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა