2018 წლის 13 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 200 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 7.0840 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები განთავსდება კომერციულ ბანკებში 14 ნოემბერს.
ამასთან, მიმდინარე წლის 14 ნოემბერს კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 200 მილიონი ლარის დეპოზიტს, ხოლო 15 ნოემბერს - 60 მლნ ლარის დეპოზიტს.